weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამზან კადიროვი კორონავირუსთან მებრძოლი შტაბის სხდომაზე გამოჩნდა

12:56 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაური კორონავირუსთან ბრძოლის სათაო შტაბის სხდომაზე გამოჩნდა. უკანასკნელად, რამზან კადიროვმა პუბლიკას, 15 მაისს, სწორედ ამავე საბჭოს სხდომიდან მიმართა.

"სადღესასწაულო კვირეულის შემდეგ, ოპერატიული შტაბის პირველ სხდომაზე მე მოვისმინე პასუხისმგებელი პირების მოხსენებები", - წერს ჩეჩნეთის მეთაური „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, შეხვედრის ვიდეო არ გამოქვეყნებულა. რამზან კადიროვის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა მხოლოდ სამი ფოტო. ერთ-ერთში, შორი ხედით გადაღებულ ფოტოში ჩანს, რომ ჩეჩნეთის მეთაური მრგვალ მაგიდასთან სხვებისგან მოშორებით ზის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ ჯერ კიდევ 21 მაისს გავრცელდა. რუსული მედია წერდა, რომ კონფიდენციალური წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის მეთაური, კორონავირუსზე ეჭვის გამო, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა ეს ინფორმაცია უარყო, კადიროვის მრჩეველმა ადამ დელიმხანოვმა კი განაცხადა, რომ კადიროვის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს.

რამზან კადიროვი, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ადგილობრივი არხების ვიდეორეპორტაჟებში აღარ გამოჩენილა, მაშინ როდესაც მანამდე მას ტელევიზიით ხშირად ხედავდნენ. რამზან კადიროვის გამოსვლები 10 და 15 მაისს გაუშვეს ადგილობრივი არხის ახალ ამბებში. ამის შემდეგ, არხმა კიდევ რამდენჯერმე აჩვენა ჩეჩნეთის მეთაურის კადრები, თუმცა ყველა მათგანში ის ერთი და იმავე ტანსაცმლით და ერთსა და იმავე ფონზე ჩანდა.

23 მაისის საღამოს კადიროვის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეოკლიპი, რომელიც მისი რეზიდენციის ტერიტორიაზე იყო გადაღებული. კადრებში ჩანდა მეჩეთი, თუმცა არ ჩანდა, თუ ვინ იღებდა ვიდეოს. კადრებს ახლდა ხმა, რომელიც რამზან კადიროვის ხმას ჰგავდა და რომელიც მორწმუნეებს ურაზა-ბაირამის დადგომას ულოცავდა.

როგორც გამოცემა წერდა, ეს ვიდეოკლიპი ასევე გამოაქვეყნა გამოცემამ „ჩეჩნეთი დღეს“ სათაურით „რამზან კადიროვმა გროზნოში რუსეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის მილოცვა ჩაწერა“. მსგავსი ტექსტით გამოქვეყნდა კლიპი 24 მაისს ინსტაგრამში, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის გვერდზე.

ვიდეოს ახლდა 900-მდე კომენტარი, რომელშიც მოქალაქეთა ნაწილი კმაყოფილებას გამოხატავდა, ნაწილი კი ეჭვს გამოთქვამდა, რომ ეს კადიროვის ხმა არ იყო. მომხმარებლებს უკვირდათ, რომ კადრში თვითონ კადიროვი არ ჩანდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთში, 27 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის 1 152 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 698 და გარდაიცვალა 13 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]