weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პირველივე დღიდან პირბადე მეკეთა და ვირუსი არავისთვის გადამიდია – ფაშინიანი

11:54 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების პირველივე დღიდან პირბადე ეკეთა, რის შედეგადაც, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ გადაედოთ. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე ადმინიტრაციული კონტროლი გამკაცრდება. 

„14 ივნისს შესრულდა მე-14 დღე ჩემი დადებითი დიაგნოზიდან. შემიძლია განვაცხადო, რომ ამ დროის განმავლობაში საჯარო კონტაქტებიდან ვირუსი არავისთვის გადამიდია, იმიტომ, რომ პირველივე დღიდან პირბადეს ვიყენებ. ყველას დავუკავშირდი და დავრწმუნდი, რომ მათთვის კორონავირუსის დიაგნოზი არ დაუსვამთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც COVID-19 დაამარცხა.

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. მთლიანობაში, COVID-ის დაწყებიდან დღემდე ქყეყანაში ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 033 შეადგინა, აქედან 6 814 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 302-მდეა გაზრდილი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]