„14 ივნისს შესრულდა მე-14 დღე ჩემი დადებითი დიაგნოზიდან. შემიძლია განვაცხადო, რომ ამ დროის განმავლობაში საჯარო კონტაქტებიდან ვირუსი არავისთვის გადამიდია, იმიტომ, რომ პირველივე დღიდან პირბადეს ვიყენებ. ყველას დავუკავშირდი და დავრწმუნდი, რომ მათთვის კორონავირუსის დიაგნოზი არ დაუსვამთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც COVID-19 დაამარცხა.
ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. მთლიანობაში, COVID-ის დაწყებიდან დღემდე ქყეყანაში ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 033 შეადგინა, აქედან 6 814 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 302-მდეა გაზრდილი.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გააგრძელა.