weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონული დესტაბილიზაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისრება – ფაშინიანი

13:31 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაეკისრება მთელ პასუხისმგებლობა რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებადი შედეგებისთვის“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფაშინიანი კონფლიქტის ზონაში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„გუშინ, 12 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის ოლქის მიმართულებით ჩვენი მესაზღვრეების პოზიციებზე თავდასხმით, განახორციელეს პროვოკაციული მოქმედებები. ეს პროვოკაციები უკიდურესად დასაგმობია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება პანდებიის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე: „აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოეწოდებინა, საომარი მოწოდებებით გამოვიდა, თითქოს ანტი-სომხური პოლიტიკა კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყოს“.

ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ პროვოკაციული მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.

„მოვუწოდებ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, გამოხატოს თავისი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, სარდლების მიმართ, რომლებიც ტკიცედ დგანან სამშობლოს დაცვის პოზიციებზე. მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების ინფორმაციული სტაბილურობა სომხური არმიის გამარჯვების უმთავრესი გარანტია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

12 ივლისს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]