weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ჩეჩნეთში 19 წლის აქტივისტს საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ბოთლზე დაჯდომა აიძულეს – „კავკაზ.რეალიი“

16:27 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

ჩეჩნეთში ოპოზიციონერ აქტივისტს, 19 წლის ბიჭს, ბოდიშის მოხდა აიძულეს და დამამცირებელი ქმედება ვიდეოზე გადაიღეს. როგორც გამოცემა „კავკაზ.რეალიი“ წერს, ვიდეოში, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა, ბიჭი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი კონკრეტული Telegram არხის ადმინისტრატორია და ბოთლზე ჯდება.

„თავს ვისჯი და ესტაფეტას გადავცემ 1ADAT-ის არხის ადმინისტრატორებს“, – ამბობს ის.

აღნიშნული Telegram არხის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა „კავკაზ.რეალიის“ განუცხადა, რომ ბიჭი არა ადმინისტრატორი, არამედ ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტი და გარკვეული დროის განმავლობაში არხის ჩატის მოდერატორი იყო. მისივე თქმით, ბიჭის ნამდვილი სახელი და გვარი მხოლოდ გავრცელებული ვიდეოდან შეიტყვეს.

„კავკაზ.რეალიის“ რესპონდენტი ამბობს, რომ ბიჭმა მათ შაბათს, მიმოწერის დროს უთხრა, რომ კადიროვის მხარდამჭერებთან („კადიროვცები“) ზედმეტი ილაპარაკა და მის წასაყვანად მივიდნენ. ამის შემდეგ ბიჭთან კავშირი დაკარგეს.

„თუ აქამდე გვაწამებდნენ განსხვავებული აზრის გამო, გვაპატიმრებდნენ გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, გვაიძულებდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას, რესპუბლიკიდან გვდევნიდნენ, გვკლავდნენ და ღამით, როგორც ძაღლებს, სასაფლაოზე გვმარხავდნენ, სასჯელის უმაღლესი ზომა კი საჯაროდ შარვლის გახდა იყო, ახლა კადიროვის მხარდამჭერებმა ოვერტონის ფანჯარა საჯაროდ ბოთლზე დაჯდომამდე გააფართოვეს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი „კადიროვის ჩეჩნეთისთვისაც“ კი წარმოუდგენელი რამ არის.

„კავკაზ.რეალიიმ“ კომენტარისთვის ჩეჩნეთის სახალხო დამცველს მიმართა. პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა მათთვის არ მიუმართავს არც დაზარალებულს და არც მისი ოჯახის წევრებს. მათივე თქმით, სახალხო დამცველი მზად არის დაიწყოს ვიდეოზე ასახული დაუშვებელი ქმედების შესწავლა.

ამ დროისთვის „კავკაზ.რეალიის“ რედაქციას ჩეჩნეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ აქვს.

„კავკაზ.რეალიი“ წერს, რომ Telgram არხმა 1ADAT-მა არსებობის დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში 6000-ზე მეტი გამომწერი მოაგროვა. მისი ავტორები აცხადებენ, რომ მოძრაობა შექმნეს, გამომწერები კი რამზან კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები არიან.

 

ამ თემაზე:

ჩეჩნეთის მთავრობის კრიტიკის გამო 16 წლის ბიჭი ატირეს და ტელევიზიით ბოდიში მოახდევინეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]