weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა ქართველებისადმი – აღაჯანიანი

10:46 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020
ფოტოზე ედუარდ აღაჯანიანი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფოტოზე ედუარდ აღაჯანიანი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლითაც ცდილობენ საქართველო და ქართველი ხალხი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდამჭერად წარმოაჩინონ.

აღაჯანიანის განცხადებით, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში საკმაოდ საგანგაშო ტენდენციები შეიმჩნევა.

„კერძოდ, ზოგიერთი „ფეიკ“ მომხმარებლები, რომლებიც იმართებიან ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან, ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების განწყობაზე, ამ ომში საქართველო და ქართველი ხალხი აზერბაიჯანული მხარის მხარდამჭერებად წარმოაჩინონ.

მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს, თავი შეიკავოთ ასეთი დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისგან. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი დეპარტამენტები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა დაყოვნების გარეშე გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც ყველას გვაწუხებს. ერთობლივი ძალისხმევით მრავალი პრობლემა უკვე გადაჭრილია.

ჩვენი მოძმე ხალხების ათასწლიანი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რადგან იგი ეფუძნება საერთო ღრმა ღირებულებებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ აჰყვეთ მიზანმიმართულ პროვოკაციებს, სოლიდარობა შეინარჩუნოთ ქართველი ხალხისადმი როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე მის გარეთ“, – წერს ედუარდ აღაჯანიანი Facebook-ის გვერდზე.

სოციალურ მედიაში დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას რამდენიმე დღის წინ საქართველოში სომხეთის საელჩოც გამოეხმაურა. მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო აფერხებს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. საელჩომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომელიც პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს.

 

ამ თემაზე:

ახალქალაქში აქცია „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად“ გაიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]