weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ახალქალაქში აქცია „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად“ გაიმართა

16:04 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020
jnews.ge-ის ფოტო jnews.ge-ის ფოტო

ახალქალაქში, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების სოლიდარობის ნიშნად, მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით – „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად“ გაიმართა.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ქალაქის სტადიონზე რამდენიმე ათასი ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორებს სურდათ შეეჯამებინათ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯავახეთში ყარაბაღის დასახმარებლად შეგროვილი მატერიალური დახმარება.

სტადიონზე შეკრებილებს სომხურ ენაზე სიტყვით მიმართეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები სომხეთის დროშებით და ასევე, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული, ჯავახელი ჯარისკაცების ფოტოებით, სურბ ხაჩის ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც საერთო ლოცვას დაესწრნენ.

აქცია-მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

Jnews-ის ინფორმაციით, ყარაბაღისა და სომეხი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ფულს ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხესა და წალკაში უკვე რამდენიმე დღეა აგროვებენ. გარდა ამისა, გროვდება პროდუქტები, თბილი სამოსი, წამლები და სხვა ნივთები. ახალქალაქიდან სომხეთში უკვე გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რამდენიმე მანქანა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მეათე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს სამხედრო თვითმფრინავების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და დრონების გამოყენებით.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 ოქტომბერს, კიდევ 21 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო დაპირისპირების განახლებიდან მეათე დღეს დაღუპულია 240 სომეხი სამხედრო.

აზერბაიჯანი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას არ ასახელებს. მათი მონაცემებით, სომხეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 5 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, დაღუპული იყო 26 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 127-ს შეადგენდა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]