weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმედია სომხები შეძლებენ თავის დაცვას – პომპეო

12:24 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სომხები თავის დაცვას შეძლებენ.

პომპეომ აღნიშნა, რომ მხარეებმა ნამდვილად უნდა შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„ეს ხანგრძლივი კონფლიქტია. მისი დარეგულირება უნდა მოხდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი დისკუსიის დროს და არა შეიარაღებული კონფლიქტის გზით და რა თქმა უნდა, მესამე ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, რომლებიც დენთის კასრისთვის ცეცხლის დასამატებლად მოდიან.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ და რომ სანამ ეს მოხდება, ყველა ნამდვილად დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, შემდეგ კი დასხდებიან მაგიდასთან და შეეცდებიან ამ პრობლემაში გარკვევას. ეს ნამდვილად ისტორიული და რთული პრობლემების ნაკრებია“, – განაცხადა მაიკ პომპეომ სამაუწყებლო კომპანია WSB Atlanta-სთან ინტერვიუში.

პომპეომ გააკრიტიკა თურქეთი, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოა და აქტიურად უჭერს მხარს აზერბაიჯანს.

„ახლა გვყავს თურქები, რომლებიც რესურსებით უზრუნველყოფენ აზერბაიჯანს და ზრდიან რისკს, ამატებენ ცეცხლს ისტორიული ადგილის - მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში, ეს პატარა ტერიტორიაა, სადაც დაახლოებით 150 000 ადამიანი ცხოვრობს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

9 ოქტომბერს, მოსკოვში, სომხეთისა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი უკვე დაადანაშაულეს მის დარღვევაში. კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.

აშშ, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად, 1992 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით შექმნილი ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]