weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ

13:17 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020
ფოტოზე მნაცაკანიანი და ლავროვი ფოტოზე მნაცაკანიანი და ლავროვი

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი დღეს მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნაცაკანიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრეს-სამსახურში დაადასტურეს, რომ ბაირამოვი მოსკოვში მიემგზავრება. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელშიც ლავროვიც იყო ჩართული, 9 ოქტომბერს გაიმართა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებით დასრულდა. ზავი ძალაში 10 ოქტომბრიდან შევიდა, თუმცა მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთი რამდენიმე საათში დაადანაშაულეს. მორიგი შეთანხმება 18 ოქტომბერს იქნა მიღწეული, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდება.

გუშინ, 20 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მეოთხე რაიონული ცენტრი - ზანგელანი და 24 სოფელი აიღეს. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, კონტროლი აქვთ დამყარებული ჯებრაილის, გადრუთისა და ფიზულის ყოფილ რაიონულ ცენტრებზე, რომლებიც აქამდე მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]