weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვულოცავ სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას – ზურაბიშვილი

16:26 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ერა იწყება.

„კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს.

სამძიმარს გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

გასულ ღამეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, განცხადებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში; ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს სომხეთის კაპიტულაციას.

ერთობლივი განცხადების თანახმად, მთიან ყარაბაღში რუსეთის მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. 9 ნოემბრამდე მხარეებმა სამჯერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ის სამჯერვე დაირღვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]