weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანისთვის გადაცემამდე, ქალბაჯარის რაიონს სომხები ტოვებენ, ზოგიერთი სახლს წვავს

10:49 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიებს, რომლებიც მალე აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, სომხები მასობრივად ტოვებენ. რისი წაღებაც შესაძლებელია, მიაქვთ, ზოგიერთი კი საკუთარ სახლს წვავს.

15 ნოემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს ქალბაჯარის რაიონი უნდა დაუბრუნოს. BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ამ რაიონისა და სომხეთის ქალაქ ვარდენისის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ საღამოს, საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული ასობით სატვირთო იყო გაჩერებული. ზოგიერთი სომხეთისკენ საქონელსაც მიერეკება.

BBC-ის კორესპონდენტებმა ზოგიერთ ადგილას ცეცხლმოკიდებული სახლებიც ნახეს. როგორც მათმა მეპატრონეებმა თქვეს - ურჩევნიათ თავად დაწვან, ვიდრე აზერბაიჯანელებს დარჩეთ.

„დღეს სოფელ დადივანკში ვიყავით. ორ დღეში რეგიონი (ქალბაჯარი) აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს. ბევრი ადგილობრივი მოსახლე სახლს ცლიდა და მიდიოდა. ზოგიერთები საკუთარ სახლებს ცეცხლსაც კი უკიდებდნენ, რომ აზერბაიჯანელების ხელში არ ჩავარდეს“, – წერს Twitter-ზე BBC-ის ჟურნალისტი უილ ვერნონი.

„თუ ჩემი შვილები ვერ შეძლებენ ამ სახლის გამოყენებას, მაშინ ვერავინ შეძლებს“, – ციტირებს ჟურნალისტი ადგილობრივის ნათქვამს.

9 ნოემბერს, გვიან ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას).

სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი: 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, 20 ნოემბრამდე – აღდამის რაიონს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად, სულ მცირე ხუთი წლის ვადით, მთიან ყარაბაღის შეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკის სახით. გარდა ამისა, სავარაუდოდ რუსეთ-თურქეთის მონაწილეობით, შეიქმნება ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის სამშვიდობო ცენტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]