weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილჰამ ალიევმა ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოგზავნა

17:34 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მიზნით, საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

აზერბაიჯანულ სააგენტო APA-ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში უთხრეს, რომ ვერტმფრენი ტყის ხანძრების ჩაქრობაში მიიღებს მონაწილეობას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გუშინ, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დღეს მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია.

ცეცხლის ჩაქრობას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელმაც დაბალი ხილვადობის გამო ღამის განმავლობაში მუშაობა ვერ შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]