weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია, დაიწვა 5 ჰექტარი ტერიტორია

14:25 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, გუშინ, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი.

სოფელ დაბასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ტყის ფერდობზე ხანძარი გუშინ, შუადღეს გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია, ასევე, უსაფრთხოდაა 2014-2017 წლებში გაშენებული ნარგავებიც. მათივე ცნობით, ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმორიგევებენ.

„ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]