weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

განჯისკარის საკითხი ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას – საგარეო საქმეთა სამინისტრო 

11:01 შაბათი, 05 თებერვალი 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხზე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებას, რომელიც მედიაში გავრცელდა. 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა ანარ ქერიმოვმა 3 თებერვალს, ქალაქ განჯაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოსგან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს. როგორც ქრიმოვმა თქვა, ამის თაობაზე გასულ წელს, საქართველოში ვიზიტის დროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ისაუბრა და ეს საკითხი მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგშიც არის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]