weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში შესაძლოა ნოეს კიდობანი ააშენონ

09:29 ორშაბათი, 22 მაისი 2017

სომხეთში კულტურულ-ისტორიული ცენტრის „ნოეს კიდობნის“ აშენებას გეგმავენ, რომელიც ძველ აღთქმაში გადმოცემული ფორმისა და ზომის იქნება. 132 მეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის კოდობანს სავარაუდოდ არარატის მოპირდაპირე მხარეს, მთაზე განათავსებენ.

ნოეს კიდობნის აშენების ინიციატივა ფონდს „ავაშენებთ მთელ ერს“ ეკუთვნის. სომხურ მედიასთან ინტერვიუში ფონდის დირექტორი მარტუნ არუტუნიანი ამბობს, რომ „ნოეს კიდობნის“ მთავარი მიზანი სომხეთის კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

„ამ კიდობნის აშენება გვინდა არა მხოლოდ სომეხი ხალხისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. დაგეგმილია, რომ კიდობანში იმუშავებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, რომლებიც დამთვალიერებლებს კაცობრიობის ისტორიას მოუყვებიან. დარწმუნებული ვარ, სომეხი ხალხის 100% ამ მშენებლობას მხარს დაუჭერს“, - ამბობს მარტუნ არუტუნიანი.

მისი ინფორმაციით, მშენებლობის პროექტი კულტურის მინისტრმა მოიწონა, თუმცა ის ახლადარჩეული პარლამენტის მიერ ფორმირებულმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. მარტუნ არუტუნიანის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად საწყის ეტაპზე 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება საჭირო.

სომხეთში ნოეს კიდობნის აშენების საკითხი 2011 წელსაც განიხილებოდა. მას მხარი მთავრობამაც დაუჭირა, თუმცა მშენებლობის ადგილთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, პროექტი არ განხორციელდა.

ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა კაცობრიობა ცოდვების გამო დასაჯა და წარღვნა მოავლინა. მან ნოეს ხის კიდობნის აეშენება უბრძანა, სადაც ოჯახის წევრები და ყველა ცხოველის ორ-ორი წარმომადგენელი უნდა შეეყვანა. წარღვნა მანამდე გაგრძელდა, სანამ წყალმა მთელი დედამიწა არ დაფარა და ყველა არ დახოცა. ბიბლიური ისტორიის მიხედვით, გამოდარების შემდეგ კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]