weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სარგსიანის მიმართვა ხალხისადმი – ვასრულებ თქვენს მოთხოვნას და ვტოვებ თანამდებობას

17:00 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სარგსიანის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის მეთაური, ხალხს ბოლოჯერ მიმართავს.

„მივმართავ სომხეთის ყველა მოქალაქეს, უფროს თაობას, ახალგაზრდებს, ქალებსა და კაცებს;

მივმართავ მათ, ვინც დღედაღამ ქუჩაში დგას მოწოდებით „უარი უთხარი სერჟს“;

მათ, ვინც ამ დღეების განმავლობაში რთულად ახერხებს სამუშაო ადგილამდე მისვლას, რათა საკუთარი მოვალეობა შეასრულოს;

მივმართავ მათ, ვინც პირდაპირ ეთერს თვალს ადევნებს და ვინც დღედაღამ იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;

მივმართავ მამაც მებრძოლებს და ოფიცრებს საზღვარზე;

მივმართავ ყველა თანაპარტიელს, ყველა პოლიტიკურ ძალას და მოღვაწეს;

მივმართავ მათ ბოლოჯერ როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი.

ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს, მაგრამ არცერთზე არ წავალ. ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

მოძრაობა, რომელიც ქუჩებშია, ჩემი პრემიერობის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნებს“, - განაცხადა სარგსიანმა.

სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ერევანში საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს დაიწყო, ხოლო მას შემდეგ რაც 17 აპრილს პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 22 აპრილს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დაარბიეს. სარგსიანსა და პაშინიანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მალევე, უშედეგოდ დასრულდა. იმავე დღეს, სამართალდამცავებმა ნიკოლ პაშინიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები დააკავეს.

დღეს ერევანში აქცია განახლდა და მას სტუდენტები და სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]