weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ აღნიშნეს ახალგაზრდებმა სერჟ სარგსიანის გადადგომა [ფოტო]

18:53 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პარლამენტმა თანამდებობაზე 17 აპრილს აირჩია, დღეს გადადგა. მის გადადგომას წინ 10-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა. ერევანში გამოსული ათასობით ადამიანი ხელისუფლებაში სარგსიანის დარჩენის წინააღმდეგი იყო.

პრემიერ-მინისტრობამდე სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი იყო. ის პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს და ამ თანამდებობას 2018 წლის მარტამდე იკავებდა. 2015 წელს, როდესაც ხალხმა რეფერენდუმზე ხმა მისცა სომხეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნას, სერჟ სარგსიანმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში დარჩენას - პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავეას არ შეეცდებოდა. თუმცა პირობა არ შეასრულა. 2018 წლის 13 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, რამაც ხალხის პროტესტი გამოიწვია.

საპროტესტო აქციებს სათავეში ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ჩაუდგა. 17 აპრილს, როდესაც სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, პაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება გამოაცხადა. აქცია პოლიციის მიერ დემონატრანტების დაკავების ფონზე გრძელდებოდა. 22 აპრილს პოლიციამ პაშინიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები დააკავა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაიზარდა დემონსტრანტების რიცხვი. 23 აპრილს აქციას სტუდენტები და ჯარისკაცებიც შეუერთდნენ.

სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]