„ერი, რომელსაც აქვს ძალა ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გაიყოს და შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა, მიუხედავად კატეგორიული უთანხმოებისა, - დიდებული ერია. სომხეთო, რუსეთი ყოველთვის შენთანაა“, - წერს ზახაროვა „ფეისბუქში“.
23 აპრილს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ეს სომხეთის შიდა საქმეა და რუსეთი არ ჩაერევა. „სომხეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა, რომელთაც ჩვენ ყველაზე ახლო კავშირებს ვავითარებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი 10-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს თანამდებობიდან გადადგა.