weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სომხეთო, რუსეთი ყოველთვის შენთანაა – მარია ზახაროვა

07:57 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა.

„ერი, რომელსაც აქვს ძალა ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გაიყოს და შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა, მიუხედავად კატეგორიული უთანხმოებისა, - დიდებული ერია. სომხეთო, რუსეთი ყოველთვის შენთანაა“, - წერს ზახაროვა „ფეისბუქში“.

23 აპრილს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ეს სომხეთის შიდა საქმეა და რუსეთი არ ჩაერევა. „სომხეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა, რომელთაც ჩვენ ყველაზე ახლო კავშირებს ვავითარებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი 10-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს თანამდებობიდან გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]