weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჩეჩნეთის პარლამენტი – რუსეთის პრეზიდენტად ერთი და იგივე პირი ზედიზედ 3-ჯერ უნდა ავირჩიოთ

13:05 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018
ფოტოზე მაგომედ დაუდოვი და რამზან კადიროვი ფოტოზე მაგომედ დაუდოვი და რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პარლამენტმა მოამზადა და უახლოეს სხდომაზე განიხილავს რუსეთის სახელმწიფო დუმაში წარსადგენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ სამჯერ არის შესაძლებელი. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად, ერთი და იმავე პირს უფლება აქვს პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება არ დააკნინებს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს და ხალხს საშუალებას მისცემს, საკუთარი მომავალი განსაზღვროს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კანონპროექტის ინიცირებამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს და საჭიროა დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო მეთაურის უფლებამისულების ვადის გახანგრძლივებაზე.

„ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი ცოცხალია, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს მეთაურად სხვა ადამიანის არჩევაზე“, - განაცხადა კადიროვმა.

კანონპროექტს პარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს.

2018 წლის 18 მარტს ვლადიმერ პუტინი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს. 65 წლის პუტინი ქვეყნის სათავეში 2000 წლიდან არის. ის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში, ორი ვადით იყო. 2008-2012 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს.

წელს რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართეს და ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის კანიდატად რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს. ქსენია სობჩაკი სარჩელში განმარტავდა, რომ პუტინს კანდიდატურის რეგისტრაცია უკანონო იყო, რადგან ის სამჯერ უკვე იკავებდა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას. უზენაესმა სასამართლომ არჩევნებიდან პუტინის კანდიდატურა არ მოხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]