weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მოხსნაზე უარი თქვა

17:28 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქსენია სობჩაკის ადმინისტრაციული სარჩელი ვლადიმერ პუტინისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ქსენია სობჩაკმა, რომელიც თავადაც პრეზიდენტობის კანდიდატია, სასამარლოს სარჩელით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ის ითხოვდა სასამართლოს უკანონოდ ეცნო საპრეზიდენტო კანდიდატად ვლადიმერ პუტინის რეგისტრაცია. სობჩაკი სარჩელში განმარტავდა, რომ პუტინს არ აქვს უფლება წამოაყენოს და დაარეგისტრიროს საკუთარი კანდიდატურა, რამდენადაც ის უკვე სამჯერ იკავებდა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას.

რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად, ერთი და იმავე ადამიანს უფლება აქვს პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ დაიკავოს. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში იყო, მომდევნო ოთხი წელი ის მთავრობას ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. 2012 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 4 წლიდან 6 წლამდე გახანგრძლივდა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]