weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კადიროვმა გროზნოში მომხდარ თავდასხმასთან „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირი უარყო

00:01 ორშაბათი, 21 მაისი 2018

გროზნოში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ SITE Intelligence Group-მა 20 მაისს განაცხადა. ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში არასდროს ყოფილან და არ იქნებიან „ისლამური სახელმწიფო“ და მისი ემისრები.

რამზან კადიროვის განცხადებით, მომხდარის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირება ნიშნავს დანაშაულის რეალური მფარველების გამოძიების მიღმა დატოვებას.

„რა თქმა უნდა, „ისლამური სახელმწიფო“, ანუ ის, რაც მისგან დარჩა, ზეიმობს, როდესაც ყველაფერს მას მიაწერენ. არ ვამბობ, რომ მათი მომხრეები არ გასცემდნენ ასეთი არაადამიანური ქმედების ჩადენის ბრძანებას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, თუ საიდან გაიცა მითითება. ჩეჩნეთში არასდროს ყოფილა და არ იქნება „ისლამური სახელმწიფო“. ისინი კი, ვინც ეკლესიაში მომხდარის უკან დგანან, ყველაზე სასტიკად დაისჯებიან, კანონის შესაბამისად. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა კადიროვმა.

გროზნოს ცენტრში მდებარე ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა 19 მაისს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა სამი ადამიანი. პოლიციელებმა ოთხივე თავდამსხმელი მოკლეს. რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებს მორწმუნეების მძევლებად აყვანა სურდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]