weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაქოს სასამართლომ იურისტ ემინ ასლანოვს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა

19:02 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

ბაქოს ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იურისტ ემინ ასლანოვს (ასლანი), რომელიც 4 ივნისს, ბაქოს ცენტრში, უცნობმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სასამართლომ ასლანოვი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სამართალდარღვევად ცნო.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ემინ ასლანოვს ადვოკატი ელჩინ სადიგოვი იცავს, რომელმაც ასლანოვის ადგილსამყოფელი ერთდღიანი ძიების შემდეგ დაადგინა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ნახვის უფლება არ მისცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ადვოკატის ორდენი ვაჩვენე, მასთან არ შემიშვეს. მათ ასევე არ განუმარტავთ ასლანოვის დაკავების მიზეზი და არ შემატყობინეს სასამართლო პროცესის დრო“, - განაცხადა ადვოკატმა.

ასლანოვის გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლებას 130-ზე მეტმა აქტივისტმა, უფლებადამცველმა, ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ ემინ ასლანოვის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს და მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ემინ ასლანოვი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მანამდე ორი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სირაკუზის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. აშშ-ში წასვლამდე ის რამდენიმე ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად სარჩელების ამზადებდა. გარკვეული პერიოდი ემინ ასლანოვი საქართველოშიც ცხოვრობდა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თანამშრომელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]