weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში პრეზიდენტის შეურაცხყოფა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

17:32 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

აზერბაიჯანის პარლამენტმა პრეზიდენტის დისკრედიტირებასა და ღირსების შეურაცხყოფაზე სასჯელი გაამკაცრა. Meydan.tv-ს ინფორმაციით, ამიერიდან პრეზიდენტის დამცირება, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამგვარი სამართალდარღვევისთვის ალტერნატიული სასჯელი ჯარიმაა, რომლის მოცულობა 1500-დან 2500 მანათამდე იქნება. აქამდე ფულადი სანქციის ოდენობა 500-დან 1000 მანათამდე იყო.

ასევე 1500-დან 2500 მანათამდე ჯარიმაა გათვალისწინებული ინტერნეტში ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის. იმ შემთხვევაში თუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სოციალური ქსელების ყალბ პროფილებზე განთავსდება, ჯარიმის ოდენობა 2000-დან 3000 მანათამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დააპატიმრეს. გუშინ, ბაქოს სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტსა და აქტივისტს აფგან მუხთარლის. მას ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება.

აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის ინფორმაციით, მუხთარლი საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.

აფგან მუხთარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]