weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კადიროვი ევროპას ტერორიზმის დამარცხებაში კონსულტაციებს სთავაზობს

17:02 კვირა, 04 ივნისი 2017

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ლონდონში მომხდარი ტერქატის შემდეგ, ევროკავშირის სპეცსამსახურებს ტერორიზმთან ბრძოლაში კონსულტაციების გაწევას სთავაზოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ კადიროვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ კადიროვმა მწუხარება გამოთხვა 3 ივნისს, ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ევროპაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლე ახლა საფრთხეშია და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ტურისტების, მათ შორის ევროკავშირში მცხოვრები ჩეჩნების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მან ჩეჩნებს მოუწოდა, რომ სასურველია, უარი თქვან ევროკავშირში გამგზავრებაზე.

„ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის და კონსულტაციების გაწევისთვის თუ როგორ იბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენს ტერიტორიაზე ტერორიზმზე გავიმარჯვეთ. ტერორისტების მხარდაჭერა, როგორც მთელი მსოფლიო ხედავს, ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებს სიკვდილის მუდმივი შიშით და სიკვდილით უბრუნდებათ. რუსეთისთვის მითითებების მიცემის უცნაური სურვილი და მასზე ზეწოლის საშუალებების ძიებამ ევროპა შიდა ქაოსამდე მიიყვანა. სხვა ქვეყნებისთვის ყურადღების დათმობამ, მათ თავიანთი თავი, თავიანთი ხალხი და პრობლემები დაავიწყა“, - ციტირებს რამზან კადიროვს „ეხო კავკაზა“

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 3 ივნისს მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმების უკან.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]