weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლონდონში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

14:03 კვირა, 04 ივნისი 2017

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მომხდარი შესაძლოა განხილული იქნეს როგორც ტერორისტული აქტი.

3 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. მოგვიანებით სამი თავდამსხმელი, რომლებიც ამ მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, სავაჭრო ცენტრში მყოფ ადამიანებს დაესხნენ თავს. პოლიციის ინფორმაციით, სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ლონდონში მომხდარი თავდასხმებისთვის.

დაახლოებით ორი კვირის წინ, 22 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა მანჩესტერში, ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოაწყო და 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მარტში კი 52 წლის ხალიდ მასუდი ვესტმინსტერის ხიდზე სატვირთო მანქანით ქვეითებს დაეჯახა და 5 მათგანი მოკლა. ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ მასუდი მათი მებრძოლი იყო. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]