weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

უფლებადამცველები პუტინს კადიროვის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

10:21 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (Amnesty International, Human Rights Watch და Front Line Defenders) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართეს და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ცოტა ხნის წინ რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ შეიარაღებული ორგანიზაციების წევრების ნათესავებს დასჯის. გარდა ამისა, მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტერორისტებს შეადარა და ჩეჩნეთში არშეშვებით დაემუქრა.

უფლებადამცვლი ორგანიზაციები პუტინს სწერენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ჩეჩნეთის ძალოვანი უწყებები სერიოზულად არღვევენ ადამიანის უფლებებს, ადგილი აქვს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წამებას და ადამიანების გაუჩინარებას.

„ვითხოვთ მიღებულ იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა რამზან კადიროვის ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება შიდა კანონმდებლობას და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული შედეგი“, - ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ავტორები უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევს პატიმრობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ.

რამზან კადიროვმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ტიტიევის საქმეზე სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ ჩეჩნეთში უფლებადამცველებს აღარ შეუშვებენ და რომ ეს რეგიონი, ისევე როგორც „ტერორისტებისა და ექსტრემისტებისთვის, მათთვისაც დახურული ტერიტორია იქნება“. რამზან კადიროვის თქმით, უფლებადამცველები „ჩეჩენ ხალხს მშვიდად ცხოვრებაში ხელს უშლიან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]