ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა ლას ვეგაში გაიმართა. სპორტსმენები ერთმანეთს მსუბუქ წონით კატეგორიაში შეხვდნენ. ირლანდილი კონორ მაკგრეგორი მას მეოთხე რაუნდში დანებდა.
ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონთან სპორტსმენებს, მათი გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო. ვითარების განმუხტვა და დაპირისპირებული მხარეების გაშველება დაცვამ შეძლო. მებრძოლები ოქტაგონიდან გაიყვანეს და ბრძოლა ისე დასრულდა, რომ გამარჯვებულისთვის ქამრის გადაცემა ვერ მოხერხდა.
გამარჯვებით ნურმაგომედოვი გარანტირებულად 2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რაც მის კარიერაში რეკორდული ჰონორარია. მაკგრეგორის ჰონორარმა კი 3 მილიონი შეადგინა.
ლას ვეგასში ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ბრძოლის დაწყებამდე უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული. ბრძოლის არენასთან და რაიონში ირლანდიელი სპორტსმენის გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი. უსაფრთხოებას პოლიციის რამდენიმე შენაერთი იცავდა.
პარასკევს აწონვის პროცესის დროს, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩხუბში კაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ. ინციდენტი მოხდა სპორტსმენებს შორისაც. მაკგრეგორი ნურმაგომედოვს თავს დაესხა და ხელში დაარტყა, რის შემდეგაც ფეხის დარტყმასაც ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 223-ზე მსუბუქ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ტიტულს 7 აპრილს დაეუფლა.
კონორმ მაკგრეგორი UFC -ის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მებრძოლია. მან 25 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 21-ში გაიმარჯვა. UFC-ის ჩემპიონის ტიტული პირველად 2015 წელს აქვს მოპოვებული.
ამავე თემაზე:
პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობს - ნურმაგომედოვი