weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით ამაყობს - ნურმაგომედოვი

13:51 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვა, რომელმაც UFC 229-ის მთავარ ბრძოლაში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

მაგომედოვის თქმით, მანამდე ყველა პუტინისა და მაკგრეგორის ერთად გადაღებულ ფოტოზე საუბრობდა.

„ძალიან ამაყი ვარ. მთელი მედია საუბრობდა, რომ მან [მაკგრეგორმა] პუტინთან ერთად ფოტო გადაიღო. მან ახლახანს დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ამაყია ჩემით. მე გავიმარჯვე. მომილოცა. გახსოვთ? მე თქვენ გითხარით, რომ აქ მოვიდოდი და 6 ოქტომბერს ყველაფერს შევცვლიდი. მე ეს გავაკეთე”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ნურმაგომედოვმა.

მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხდა იმ ჩხუბისა და არეულობისთვის, რაც მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ დარბაზში დაიწყო.

„ვიცი, ეს კარგად არ მახასიათებს. ადამიანი ვარ. არ მესმის, როგორ ლაპარაკობენ ადამიანები იმაზე, რომ ოქტაგონის ბადეზე გადავხტი. რას იტყვით იმაზე, რომ ის ჩემს რელიგიაზე, ქვეყანაზე და მამაზე ლაპარაკობდა. ის ბრუკლინში ჩავიდა და ავტობუსი დაამტვრია. კინაღამ რამდენიმე ადამიანი მოკლა. ამაზე რას იტყვით? მამაჩემი მასწავლიდა, რომ პატივისცემით უნდა მოვიქცე. ვიცი, მისგან მომხვდება, როდესაც სახლში დავბრუნდები“, – თქვა სპორტსმენმა.

გამორიცხული არ არის, რომ ამ ჩხუბის გამო ნურმაგომედოვს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვან. ნევადის ათლეტურმა კომისიამ დროებით შეაჩერა ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორისთვის ჰონორარების გადახდის პროცესი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]