weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა სულხან ზუმბურიძემ თანამდებობა დატოვა

12:53 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელმა, სულხან ზუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწრა.

როგორც ზუმბურიძე წერს, 11-წლიანი მუშაობის შემდეგ, ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიითო.

„ვფიქრობ, ჩემი ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდი ნაყოფიერი იყო, რადგან განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე, რითაც ძალიან ვამაყობ. დადგა ახალი გამოწვევების დრო“,- წერს სულხან ზუმბურიძე სოციალურ ქსელში.

სულხან ზუმბურიძე სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2007 წლის დეკემბრიდან იკავებდა. „რეგინფო“ წერდა, რომ მისი ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 335 656 ლარს, 2014 წელს - 263 374 ლარს, 2013 წელს კი 218 329 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]