weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ერთ წელში 341 700 ლარი ხელფასი მიიღო

14:36 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს და საჯარო სექტორში „რეკორდული“ მაჩვენებელია.

სულხან ზუმბურიძეს სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2007 წლის დეკემბრიდან უკავია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 335 656 ლარს, 2014 წელს - 263 374 ლარს, 2013 წელს კი 218 329 ლარი იყო. 

სულხან ზუმბურიძის მეუღლე ქეთი რეხვიაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მთავარი სპეციალისტია, სადაც მან 2017 წელს მიიღო 92 848 ლარის ოდენობით ხელფასი, ანუ საშუალოდ თვეში 7737 ლარი. 

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში საშუალოდ 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი 2017 წელს 51 000 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 4250 ლარი იყო. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3350 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. კომპანიის აქციების სრულ პაკეტს ფლობს „საპარტნიორო ფონდი“, ორგანიზაციის მართვის უფლება კი გადაცემული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

მსგავსი თემა:

დავით საგანელიძემ 2017 წელს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასი მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]