weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ომეგა ჯგუფმა ბიუჯეტში მილიონი ლარი გადაიხადა და მუშაობა განაახლა

13:40 შაბათი, 27 ოქტომბერი 2018
ფოტოზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფოტოზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფში“ შემავალმა თამბაქოს კომპანია „ოჯთ“-მ, რომელიც სამი თვე იძულებით იყო გაჩერებული, მუშაობა განაახლა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ 26 ოქტომბერს „ოჯთ“-მ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგროვილი ვალის დაფარვა დაიწყო და მილიონი ლარი ჩარიცხა.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „ოჯთ“-მ დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა, რაც უწყებამ გაითვალისწინა.

„კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო. ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისთვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, „ოჯთ“-მ, წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად, აქციზური მარკებიც შეიძინა.

„ამ ეტაპზე, „ოჯთ“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში. შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა, შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, დღის წესრიგში ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის განახლების საკითხიც დგას, თუმცა, როდის მოხდება ეს, უცნობია: „უბრალოდ, ეს დროს ფაქტორია - როდესაც „ომეგა ჯგუფი“ და „ოჯთ“ შეძლებს თავისი ბაზრის წილის დაბრუნებას, ფინანსური რესურსების აღდგენას“.

გუშინ, „ომეგა ჯგუფის“ მუშაობის განახლებამდე, კომპანიის დამფუძნებლმა ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს, საგანგებო ბრიფინგი დაანონსა. ბრიფინგი, ტექნიკური მიზეზების საბაბით, ჯერ ორჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ „ოჯთ“-ს 52 830 844 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება აქვს, რის გამოც მის მიმართ იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა გამოიყენეს. შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, კომპანიამ მათ 11-ჯერ, წერილობით მიმართა იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით.

„იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები“, – აცხადებდნენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, 86 811 ლარის დავალიანება ტელეკომპანია „იბერიასაც“ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]