weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვერდითი მოვლენები ანაკლიის პორტის პროექტზე ზეგავლენას იქონიებს – ახვლედიანი

15:46 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

„რა თქმა უნდა, ასეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც ეხება პროექტის მთავარ სპონსორებს, ზეგავლენას ამ პროეტზეც იქონიებს“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებთ განაცხადა. ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა.

„თუმცა, აუცილებელია, რომ ეს გაუგებრობა მოგვარდეს, სიცხადე მოეფინოს ამ ყველაფერს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ამ პროექტში ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის და მერე, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

მესიჯები იყო ის, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ კონკრეტული მიმდინარე მოვლენების გარშემო და გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში რთული იქნება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ მიმართ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აწარმოებს. როგორც „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება პირდაპირ ურტყამს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმება. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მას, მიიღოს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]