weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაზარაძემ წარმოადგინა დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერს შეუძლია – პროკურორი

17:35 სამშაბათი, 05 მარტი 2019
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი წარადგინა, რომლის შედგენაც, პროკურორის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა.

მას გააჩნია ვალდებულება, დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, შუამავალს არ ასახელებს. ეს წერილი ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია, სასამართლოს აქვს“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც, ხაზარაძის მტკიცებით, მუქარის წერილის ავტორია, პროკურორი ამბობს, რომ წერილის წარმომავლობის დასადგენად საჭირო საგამოძიებო მოქმედებები მისი მიღების შემდეგ დაიგეგმება.

საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

გუშინ, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. როგორც გახარიამ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, „თიბისი ბანკს“ საქართველოსა და საერთაშრისო ასპარეზზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოთხოვნები, რაზეც წერილში იყო საუბარი, არ შეუსრულებიათ. მისივე განცხადებით, მუქარის შესახებ პროკურატურა ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

პარლამენტის კომიტეტში მამუკა ხაზარაძის გამოსვლის შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ წერილთან დაკავშირებით ხაზარაძეს გამოკითხვდნენ. გარდა ამისა, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან რაიმე წერილის თაობაზე არაფერი უთქვამს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]