weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

15:48 ორშაბათი, 18 მარტი 2019

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბახმაროს მოსახლეობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.

ბახმარო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრის სიმაღლეზე.

მიმდინარე წლის იანვარში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წელს ბახმაროში ელექტრომომარაგების პროექტიც დასრულდება და 2400 ოჯახს მუდმივი ელექტროენერგია ექნება. მთავრობის გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.

 

ამ თემაზე:

რა დანამატები გაიცემა მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]