weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გორელ ფერმერს, რომელსაც უცნობმა პირებმა ხეხილი გაუჩეხეს, ვაშლის ნერგები აჩუქეს

11:27 სამშაბათი, 26 მარტი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრებ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს, რომელსაც ოთხი თვის წინ ხეხილი გაუჩეხეს, 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბატონ ალექსანდრეს დაეხმარა და გვერდში დაუდგა, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობას „კომპლექს-აგრო“, რომელმაც ფერმერს ნერგები უსასყიდლოდ გადასცა. ასეთი მხარდაჭერით  ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ იმას, რომ გაჩანაგებულ ბაღს აღვადგენთ, არამედ ადამიანებს დავუბრუნებთ სიკეთის, გვერდში დგომის,  გულშემატკივრობის რწმენას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი უცნობმა პირებმა გაუჩეხეს. არსებული ინფორმაციით, მას 128 ძირი ვაშლის ხე დახვდა გაჩეხილი.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ფერმერს კაკლის ხეები გაუჩეხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]