ხეხილის გაჩეხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ფერმერი მოსავლის მიღებას ოთხი წელი ელოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.