weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლის უფლება 294 852 დასაქმებულს აქვს – სურგულაძე

14:07 სამშაბათი, 23 აპრილი 2019
ფოტოზე ლევან სურგულაძე ფოტოზე ლევან სურგულაძე

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაგროვებითი საპენსიო სქემა 2 915-მა ადამიანმა დატოვა. აქედან საჯარო სექტორში 2 712-ია დასაქმებული.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სურგულაძემ თქვა, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემაში სულ 747 774 ადამიანია გაწევრიანებული.

„საჯარო სექტორიდან ამჟამად გაწევრიანებულია 187 472 ადამიანი, კერძო სექტორიდან გაწევრიანებულია 581 439 ადამიანი, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ორივე სექტორში მუშაობენ, არის 21 137. უნიკალურ მონაწილეებში ეს რიცხვიც შედის“, – აღნიშნა სურგულაძემ.

მისივე ინფორმაციით, 294 852-ია მათი რიცხვი, ვისაც სქემიდან გასვლის უფლება აქვს, ანუ არიან 40 წელს გადაცილებულები. აქედან კერძო სექტორში მუშაობს 228 006 ადამიანი, ხოლო საჯაროში – 78 047.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება. კანონის მიხედვით, 2% დასაქმებულს ხელფასიდან აკლდება, 2% დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2% კი სახელმწიფო. დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლა შეუძლია. ასეთ შემთხვევაში მას, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ საპენსიო შენატანები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]