weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სახელმწიფო კომპანიები არაეფექტურობის და ნეპოტიზმის ბუდეა – გიორგი ქობულია

15:48 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

„სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, სწორედ ეს კომპანიები შეადგენენ ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს.

„სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“, – განაცხადა ქობულიამ.

ქობულია დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც მინისტრის რანგში გაწეულ საქმიანობაზე საუბრობს და კითხვებს პასუხობს. „ქართული ოცნებიდან“ ქობულიას გამოსვლას მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი ესწრებიან.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2019 წლის 18 აპრილს გამოსცა. ქობულია აცხადებს, რომ ის ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებდა და თანამდებობიდან გადააყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]