„რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ხელისუფლების დატოვებას ასე სწრაფად. სხვათა შორის ის, რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმის, რომ ბოლომდე ვცდილობდი, მმართველი გუნდი დამერწმუნებინა.
რა თქმა უნდა, იყო საუბარი, რომ განცხადება დამეწერა, მგრამ არ ვწერდი იმიტომ, რომ მიმაჩნდა, ჩემი აზრები და ხედვა იყო სწორი. ბოლომდე ვცდილობდი, რომ ამ ხედვაში დამერწმუნებინა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ვერ შევძელი ეს“, – ამბობს გიორგი ქობულია.
ყოფილი მინისტრის თქმით, ვერ დააკონკრეტებს, თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძემ მიიღო თუ ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა მანამდე, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს მოაწერდა.
ქობულიას აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტიდან მისი გაშვების მიზეზი გახადა ის, რომ „მთავრობის ხელმძღვანელობასთან და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობასთან ხედვებში არ მოხდა თანხმობა“.
„პრინციპები, რომლებზეც შევთანხმდით, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი, ჩემი აზრით, არ გამართლდა. ამიტომაც ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.