weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულელი მეშახტეები ჭიათურაში მაღაროელების აქციას შეუერთდნენ

15:28 შაბათი, 25 მაისი 2019
მაღაროელთა მსვლელობა - ფოტო © ბასტი მგალობლიშვილი მაღაროელთა მსვლელობა - ფოტო © ბასტი მგალობლიშვილი

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ, ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული მეშახტე დღეს ჭიათურაში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტები შემოვუერთდით ჭიათურელ მაღაროელებს იმისთვის, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიონ. სრულიად სამართლიანია მათი მოთხოვნა ხელფასის მომატებაზე. ეს თანადგომა უნდა იყოს არა მხოლოდ მეშახტეების მხრიდან, არამედ ასევე მძიმე მრეწველობის ქარხნებიდან, როგორიც რუსთავი და ზესტაფონია“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი ჭიათურაში მეცხრე დღეა შიმშილობს. სამმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელებს გადაკეტილი აქვთ ის ადგლები, საიდანაც ჭიათურაში მოპოვებული მადანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიაქვთ.

გაფიცული მაღაროელები ითხოვენ ხელფასის მომატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით), კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მზად არიან ხელფასი ეტაპობრივად, 25%-ით გაზარდონ, რაც მათი შეფასებით „უპრეცედენტოა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ იზიარებს მაღაროელების მოთხოვნას, რომელიც, მისი აზრით, სამართლიანია. ამასთან, ბახტაძემ კომპანიასა და გაფიცულ მაღაროელებს სთხოვა, „რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]