weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას – მამუკა ბახტაძე

14:54 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019
ფოტოკადრი TV პირველის ვიდეოდან / ფოტოზე - მოშიმშილე მაღაროელები ფოტოკადრი TV პირველის ვიდეოდან / ფოტოზე - მოშიმშილე მაღაროელები

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ჭიათურის მაღარო არის სისტემური მნიშვნელობის საწარმო და მისი სრულფასოვნად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეს მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას, კვების და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გარდა ამისა, მაღაროელები აცხადებენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მაღაროელების გაფიცვა არაკანონიერია, ხოლო ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა – არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამო. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, მათ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]