weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

09:40 ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც 2017 წლის 11 ივლისს დასრულდა, ჩაშლილად გამოცხადდა. მასში მონაწილეობა არცერთმა მსურველმა არ მიიღო.

აუქციონზე, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოაცხადა, ენერგოკომპანიის ქონების გასხვისება ერთიანი კომპლექსის სახით უნდა მომხდარიყო. ქონების საწყისი ღირებულება 27 825 090 ლარს შეადგენდა, ბიჯის ოდენობა - 545 590 ლარს.

შეგხსენებთ, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი“ ფლობდა, რომელსაც კომპანია იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და დავალიანება დაუგროვდა.

კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება ჰქონდა.

იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმშია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებზე არც მარეგულირებელი კომისია და არც ენერგოომბუდსმენის აპარატი ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენენ. სტიქიური პროცესების გარეშეც ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას შუქი არ აქვს. გაუმართავი ქსელის და ცვალებადი ძაბვის გამო ხშირია ელექტროტექნიკის გადაწვის ფაქტებიც.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]