weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს პროექტის ფინანსური დახურვის ვადას 6 თვით გაუხანგრძლივებს

13:04 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. კონსორციუმს აღნიშნული ვადა 15 ივნისს ეწურებოდა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ამ განცხადებებს წინ უსწრებდა 11 ივნისს, ვაშინგტონში, მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შატატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა. პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]