weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმედი გვაქვს, საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

23:53 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ პროექტს დაასრულებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, მოექცეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ.

საქართველოს ზრდა, როგორც თავისუფალი ქვეყნის, თითქმის ერთსაუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ადასტურებს, რომ ის სწორ გზაზეა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათი კარგი პარტნიორები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს მიღწევები არ დაიკარგოს და საქართველო ჰქონდეს მყარი მომავალი დასავლეთში“, – განაცხადა პომპეომ.

მაიკ პომპეოს შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის კომისიის საიუბილეო სხდომის ფარგლებში გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]