weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხნიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

16:23 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს, რომ რუსეთის დროშა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, ქარხნის ტერიტორიაზე იყო აღმართული, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ჩამოხსნეს. ვებგვერდ Laboratorium.ge-ის ინფორმაციით, რუსული დროშა იქ 30 ივნისს ფრიალებდა.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, გმობს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

წლების განმავლობაში, ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აღმართულია ყველა იმ ქვეყნის დროშა, რომელთანაც კომპანიას საქმიანი ურთიერთობები გააჩნია.

რუსეთის საექსპორტო ბაზრებზე სხვა უამრავი კომპანიის თუ ბიზნესის მსგავსად, „კახური ტრადიციული მეღვინეობაც“ ინარჩუნებს მხოლოდ საქმიან პოზიციებს. თუმცა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გათვალისწინებით, ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთის დროშა აღარ არის აღმართული“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ იმ რვა ქართულ კომპანიას შორის მოხვდა, რომლის ღვინოს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა - „როსპოტრებნადზორმა“ ხარისხი დაუწუნა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლიდან 2018 წლამდე 2.9-ჯერ (203 ათასი ლიტრი) გაიზარდა იმ ქართული ღვინის ოდენობა, რომლის ხარისხი სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამება. „როსპოტრებნადზორის“ ცნობით, „უხარისხო ღვინო“, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ იქნა დაშვებული, წარმოებული იყო შემდეგი კომპანიების მიერ: „ბაგრატიონი - 1882“; „ბოლერო და კომპანია“; „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“; „ბადაგონი“; „ქართული ღვინის სახლი“; „კორპორაცია ქართული ღვინო“; „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“; „ბატონო“.

ამ განცხადების შემდეგ, „როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]