weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის ინვესტიცია დააკლდა – თურნავა

16:56 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 216 მილიონი ლარით შემცირების მიზეზს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს. ნათია თურნავას თქმით, საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა.

„მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიციებს მომავალ წელს მიიღებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7%-ით ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]