weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-2 კვარტალში 216 მილიონი ლარითაა შემცირებული - საქსტატი

12:27 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვეტიციები 216 მილიონი ლარით შემცირდა. საქსტატმა 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემები 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს შეადარა, რომლის თანახმადაც, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 53.7%-ით ნაკლებია.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემების თანახმად, საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია ნიდერლანდები -31.1%, თურქეთი-19.2% და აშშ -14.7%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა (63.7 მილიონი აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი (38.4 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი (28.1 მილიონი აშშ დოლარი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]