weather cur horoscope tv
ოქტომბერი 15, 2019

ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ მახსოვს – ფინანსთა მინისტრი

12:14 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019 hits 119

„ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტი ვარ ბიზნესში, ერთი წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო, ჩემს მეხსიერებაში, რაც არის 25 წლის პერიოდი, არ ყოფილა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა არაფორმალური მმართველობასა და ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

„ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე კონკრეტული შემთხვევაა, დადონ ფაქტები და თუ არ ექნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. დანარჩენი, კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ პირველად კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში. აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს? გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ბიზნესზე ზეწოლის შესახებ გუშინ, „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი გამოეხმო.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]