weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაყიდვის მიზნით აუქციონი ხელახლა გამოცხადდა

12:38 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქონების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი განმეორებით გამოცხადდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელახალი აუქციონი 2017 წლის 24 ივლისს გამოაცხადა და იგი 1 აგვისტოს, 16:00 საათზე დასრულდება.

კომპანიის ქონება აუქციონზე ორ ნაწილად (ლოტად) არის წარდგენილი: სამეურვეო ქონება, რომლის საწყისი ფასი 21 174 771 ლარია (ბიჯის ოდენობაა 541 612 ლარი), და კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ერთობლივი ფასი 198 900 ლარს შეადგენს (ბიჯი - 3 978 ლარი).

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გასხვისების მიზნით პირველი აუქციონი 2017 წლის 3 ივლისს გამოცხადდა, თუმცა აუქციონი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა სუბიექტმა არ მიიღო. 

შეგახსენებთ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე ლიტვური კომპანია ახემა ჯგუფი ფლობდა, რომელსაც კომპანია იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ საინვესტიციო პირობები ვერ შეასრულა და დავალიანება დაუგროვდა. 

კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას 4 417 544 ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა. 

იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმშია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებზე არც მარეგულირებელი კომისია და არც ენერგოომბუდსმენის აპარატი ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენენ. სტიქიური მოვლენების გარეშეც ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას შუქი არ აქვს. გაუმართავი ქსელისა და ცვალებადი ძაბვის გამო ხშირია ელექტროტექნიკის გადაწვის ფაქტებიც. 

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]